11:43 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მიხეილ სააკაშვილი (149)
43901

მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება დააანონსა. თუმცა, ეს მისი პირველი ამგვარი განცხადება არ არის – მან მსგავსი განცხადებები გააკეთა აგრეთვე 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე უკრაინელ თანამოაზრეებს ემშვიდობება. 

მანამდე ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მისი მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომებისთვის ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ამჯერად სააკაშვილი უკვე უკრაინას, მის „მეორე სახლს“ ემშვიდობება და ყველაფრისთვის მადლობას უხდის.

„ზოგიერთი ჩემი უკრაინელი მეგობარი უბრალოდ გლოვობს ჩემ „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა მათ ვუთხრა: თავი მაღლა ასწიეთ! ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც. ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც. ჩემთვის ამ ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ეს ჩემთვის ერთი ბრძოლაა და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება“, – დაწერა სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ეს სააკაშვილის პირველი განცხადება არ არის, რომელიც სამშობლოში მის დაბრუნებას ეხება – მან მსგავსი განცხადება გააკეთა აგრეთვე 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თუმცა ორივე შემთხვევაში დაპირება დაპირებად დარჩა. 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელთაგან რამდენიმეზე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამდე კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არა მარტო არ შეასრულა რეგიონის განვითარების პირობა, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. 2017 წლის ივლისის ბოლოს პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი დღემდე არ არის განხილული.

2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან 2017 წლის შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ უკანონოდ შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. მიმდინარე წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

თემები:
მიხეილ სააკაშვილი (149)

მთავარი თემები