12:15 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (143)
43 0 0

უკვე ცნობილია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის შესაბამისი პროტოკოლი შემუშავდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ის.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოში არჩევნების წინ წარმომადგენლობის გაზრდას მოისურვებენ, მათთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საქართველო, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდება. არჩევნების მონიტორინგის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროში, ევროკავშირში, ასევე აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI). ამასთან, საქართველოს საჰაერო სივრცე რეგულარული ავიარეისებისთვის დაკეტილია.

„ხელისუფლება მზადაა დავნიშნოთ ჩარტერული რეისებიც კი, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიყვანოთ. ეს ყველაფერი ორი თვის წინ დავგეგმეთ... როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ორგანიზაციები გააკეთებენ განაცხადს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამატებითი წარმომადგენლები ჩამოიყვანონ... ხელისუფლება მაშინვე ამას სათანადო ნაბიჯებით უპასუხებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, პანდემიის აფეთქებისგან თავდასაცავად საქართველოს ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამა და უსაფრთხოების ზომები მიიღო.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის შესაბამისი პროტოკოლი შემუშავდება, თუმცა როგორი – ჯერ უცნობია.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (143)

მთავარი თემები