05:36 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (152)
148 0 0

„ქართული ოცნება“ არჩევნების დღეს ყველაზე გავრცელებული დარღვევებისთვის სანქციებისა და სასჯელის გამკაცრების წინადადებით გამოდის

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებამდე თითქმის ორი თვით ადრე ამომრჩევლების დაშინებისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა, რამაც ოპოზიციონერთა გაოცება გამოიწვია.

ყველა ერთის წინააღმდეგ: ქართული ოპოზიცია არჩევნებზე ერთიან კანდიდატებს წამოაყენებს >>

დაშინება და არჩევნებში მონაწილეობის იძულება, ისევე როგორც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, განსაკუთრებით რეგიონებში, საქართველოში არჩევნების მიმართ ოპოზიციისა და დამკვირვებლების ყველაზე ხშირი პრეტენზიაა.

ამასთან, ყველაზე ხშირად ბრალდებები ისმოდა ხოლმე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მისამართით. დამკვირვებლებმა წინა არჩევნების მსვლელობაზე კოორდინატორების მხრიდან გავლენაც კი დაინახეს, რომლებიც საარჩევნო უბნების „მისადგომებთან“ იყვნენ მობილიზებულები.

ახალი ინიციატივა

„პარტია „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

„ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

სანქციები ამომრჩეველთა დაშინებისთვის დღესაც არსებობს, მაგრამ სხვა მუხლების ფარგლებში იხილება.

ოპოზიციის რეაქცია

ამ ინიციატივამ ოპოზიციის გაოცება გამოიწვია. პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ ქმედებით მმართველი პარტია ამომრჩევლის წინაშე თავის მოწონებას ცდილობს.

„მთავარია, ამ კანონს შემდეგ როგორ ასრულებენ და ვის მიმართ ასრულებენ, რადგან აქამდე არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ დაშინებული, მოსყიდული ან ამომრჩევლის იძულების გამო, რომელიმე საჯარო მოხელე ან „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირი ყოფილიყო დასჯილი. ამიტომ ეს არის უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრა და იმის ჩვენება, რომ ვითომ რაღაცა უნდათ და აპირებენ“, – განაცხადა კაპანაძემ.

იმისათვის, რომ ინიციატივა საკანონმდებლო ნორმად იქცეს, ის პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა დაამტკიცოს. ამჟამად პარლამენტი არდადეგებზეა. საშემოდგომო სესია კი ძალიან ხანმოკლე იქნება - 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (152)

მთავარი თემები