17:01 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნებს შერეული სისტემით ჩატარების შემთხვევაშიც კი წააგებს, რამდენადაც ერთმანდატიან ოლქებში ოპოზიცია ერთიან კანდიდატებს წარადგენს, განაცხადა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ამჟამად ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელებთან დგანან პლაკატებით „თავისუფლება პოლიტპატიმრებს", „სირცხვილია". მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული და არა შერეული სისტემით ჩატარებაა, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

„ივანიშვილმა ვადამდელი არჩევნების ამ ცუდი სისტემით ჩატარებაც რომ გადაწყვიტოს, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ თითოეულ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციიდან ერთი კანდიდატი გვეყოლება და ყველაფერი პირველივე ტურში დასრულდება. მაგრამ ეს არანორმალური სცენარია. ნორმალური სცენარი – პროპორციული არჩევნები და პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენციაა", – განაცხადა ბოკერიამ Новости–Грузия-სთან.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს და რეგიონებში მიტინგების, თბილისში კი დიდი აქციის ჩატარებას გეგმავს.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში 73 მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში, 77 კი პარტიული სიებით აირჩევა.

აღნიშნული სისტემა მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელიც თვლის, რომ „ქართული ოცნება" თავისი გავლენის გამოყენებით ყველა მაჟორიტარულ ხმას მიიღებს და ოპოზიციის ჯამურ რაოდენობასთან შედარებით საზოგადოების მხრიდან დაბალი მხარდაჭერის მიუხედავად პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

კომპრომისის სახით მმართველმა პარტიამ დეკემბერში ოპოზიციას მაჟორიტარების რაოდენობის 50-მდე შემცირება შესთავაზა, თუმცა ოპოზიცია, რომელსაც ამ საკითხში გადამწყვეტი როლი აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას" კონსტიტუციის შესაცვლელად ხმები არ ჰყოფნის, მოითხოვს, რომ პარლამენტში ადგილები მხოლოდ ამომრჩეველთა მიერ პარტიებისა და ბლოკების მხარდაჭერის პროპორციულად განაწილდეს.

მთავარი თემები