ოპოზიცია თავისი ხმების დასაცავად ემზადება

© Sputnik / Alexander Imedashviliდარღვევები არჩევნებზე
დარღვევები არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია ამ მიზნით სპეციალურ საკოორდინაციო საბჭოსა და შტაბს ქმნის, რომლებიც ამ მიმართულებას გაუწევენ კოორდინირებას.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტიები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეიკრიბნენ, რათა ხელი მოაწერონ მემორანდუმს საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების დასაცავად.

ცესკომ საარჩევნოდ არასაპარლამენტო პარტიების რეგისტრაცია დაასრულა>>

როგორც პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ განუცხადა ჟურნალისტებს, სანამ ხელს მოაწერენ დეკლარაციას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლაზე უარის შესახებ, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ იმ მექანიზმებს, რომლებიც მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდება.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
სადამკვირვებლო მისია: საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარი საფუძველია

„მოხდება დეკლარირება იმისა, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია თანახმაა, დაიცვას ერთმანეთის ხმები. აქედან გამომდინარე, დეკლარაციის ხელმოწერამდე ვიმსჯელებთ, თუ რა მექანიზმები უნდა იყოს შემუშავებული. განიხილება საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, შტაბის შექმნა, ვინც იმუშავებს ამ მიმართულებით, ვინც დაამუშავებს გარკვეულ მოქმედებებს, ღონისძიებებს. საუბარია უბნებზე ხმების დაცვაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან, არასამთავრობოებთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა დავითაიამ.

მისი თქმით, ამ მიზნით, დიდი ალბათობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

რაც შეეხება იმას, ითანამშრომლებს თუ არა ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ აუცილებლობის შემთხვევაში, დავითაია აცხადებს, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები და გადაწყვეტილებას ამ კვირაში მიიღებენ.

„ნაცმოძრაობა“ უკან იხევს? კიდევ ერთი სკანდალი ოპოზიციაში>>

დღევანდელ მემორანდუმზე ხელმოწერას დაახლოებით 30 ოპოზიციური პარტია აპირებს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0