10:20 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
88 0 0

მმართველმა პარტიამ გორისა და კასპისა და ხაშურისა და ქარელის ოლქებში 24–25 აგვისტოს დაგეგმილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადადო.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შიდა ქართლში, რომელიც 24 და 25 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გაუქმებულია, ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

24 აგვისტოს გორსა და კასპში უნდა გამართულიყო გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენა, ხოლო 25 აგვისტოს ხაშურსა და ქარელში – ზაზა დუგლაძის.

საქართველოს პირველი პირები შატილში მომხდარ ავარიაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ>>

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ასევე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც.

„შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში.

შატილში ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მიკროავტობუსი 80 მეტრი სიმაღლის კლდოვანი ფერდობიდან გადავარდა. სამი მგზავრი გადარჩა. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი თემები