09:02 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (143)
82 0 0

საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში მაღალ დონეზე ჩატარდება.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. წინასაარჩევნო პროცესი საქართველოში, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, მაღალი სტანდარტებით ჩატარდება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ცესკო ამჟამად კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებზე მუშაობს.

„გლობალური პანდემია, ისევე, როგორც გლობალური ეკონომიკური კრიზისი, გრძელდება, თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის პირველხარისხოვანი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა.

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის დახმარებას არჩევნების წინ მოსყიდვად აფასებს.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (143)

მთავარი თემები