https://sputnik-georgia.com/20200815/cnobili-qarTveli-uflebadamcveli-politikaSi-midis-249218955.html
ცნობილი ქართველი უფლებადამცველი პოლიტიკაში მიდის
ცნობილი ქართველი უფლებადამცველი პოლიტიკაში მიდის
Sputnik საქართველო
პარტია, რომელშიც შევიდა მუხაშავრია, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების... 15.08.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-08-15T20:34+0400
2020-08-15T20:34+0400
2021-10-19T17:33+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0f/249218796_0:0:2048:1159_1920x0_80_0_0_a9f221407d27989acae86f7a31ee8dd4.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0f/249218796_0:-1:2048:1288_1920x0_80_0_0_f6e451af3662dc035e8aed771c478678.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ცნობილი ქართველი უფლებადამცველი პოლიტიკაში მიდის
20:34 15.08.2020 (განახლებულია: 17:33 19.10.2021) პარტია, რომელშიც შევიდა მუხაშავრია, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილმა უფლებადამცველმა, დამფუძნებელმა არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ლია მუხაშავრიამ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და შეუერთდა პარტიას „ტრიბუნა“, იუწყება ტელეარხი Imedi.
პარტია „ტრიბუნა“ 2019 წელს მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ დააფუძნა. წელს პარტია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.
„ამ არჩევნებმა ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში კი უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ადამიანებს მისცემს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. მე ვფიქრობ, რომ „ტრიბუნას" სწორედ ამ მხრივ აქვს ძალიან კონკრეტული მიმართულება და ძალიან კონკრეტული გეგმები პოლიტიკაში“, - განაცხადა მუხაშავრიამ.
პარტია „ტრიბუნა“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის მათში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე 52-მა პარტიამ გაიარა.