03:24 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (152)
415 0 0

პარტიების რეიტინგში „ოცნების" შემდეგ მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მზადაა, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაუჭიროს. ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 52% მისცემდა.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა>>

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმას გამოკითხულთა 19% მისცემდა. მესამე ადგილი, ტრადიციულად, პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაიკავა 8%-ით.

შემდეგ მოდიან პარტიები: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4% და სხვ.

არჩევნებზე წასვლისთვის მზადაა გამოკითხულთა 65%, კიდევ 13%-მა უპასუხა, რომ დიდი ალბათობით წავა. კიდევ 13 პროცენტი ეჭვობს, წავა თუ არა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 8%-მა განაცხადა.

კომპანიამ 2–22 ივლისის პერიოდში სულ გამოკითხა 1,2 ათასი ადამიანი. გამოკითხვის ცდომილება ცნობილი არ არის.

სხვა გამოკითხვები

კომპანია Survation-ის ივლისის გამოკითხვა ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მესამე გამოკითხვა იყო. ყველა დანარჩენი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაცმოძრაობა“ მოსდევს.

პარტია Edisson Research-ის გამოკითხვა IRI-ს გამოკითხვა Survation-ის გამოკითხვა
„ქართული ოცნება" 39% 33% 52%
„ნაცმოძრობა" 16% 16% 19%
„ევროპული საქართველო" 5% 5% 8%
„პატრიოტთა ალიანსი" 3% 3% 5%
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ 3% 3% 4%
„ლელო საქართველოსთვის“ 3% 2% 5%
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (152)

მთავარი თემები