„ლელომ“ საპარლამენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატები წარმოადგინა

© photo: Sputnikმამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას თავისი მომხრეები წარუდგინა
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას თავისი მომხრეები წარუდგინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიამ თავისი კანდიდატები წარმოადგინა არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისშიც, სადაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ერთმანდატიან ოლქებში საკუთარი კანდიდატები წარმოადგინა.

ეს პარტია ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წლის ბოლოს შექმნეს და ის ახლა წარმოადგენს სამი ძალის გაერთიანებას: თავად „ლელო“, პარლამენტის ყოფილი სპიკერის დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

თამაზ გაიაშვილი - Sputnik საქართველო
ავიაკომპანია Georgian Airways-ის მფლობელი პოლიტიკაში წავიდა და „ლელოს“ შეუერთდა

მიუხედავად ოპოზიციური შეხედულებებისა, „ლელო საქართველოსთვის“ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში არ მონაწილეობს. მან საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა გადაწყვიტა.

„ლელოს” პირველივე დღიდან ჰქონდა გაცხადებული, რომ შევდივართ ბრძოლაში დამოუკიდებლად, არჩევნებში შევდივართ დამოუკიდებლად. არასდროს არ მიგვიღია მონაწილეობა ადგილების განაწილებაში და, შესაბამისად, დავაყენეთ ყველა ოლქში. არ ვყოფილვართ მოლაპარაკების მხარე და დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ხაზარაძემ.

პარტიამ თავისი კანდიდატები წარმოადგინა როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, სადაც ოპოზიციის უმრავლესობა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა.

„ლელოში“ მატებაა: პარლამენტის დეპუტატმა პარტია გამოიცვალა>>

პარტიის კანდიდატების სიაში უმრავლესობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ნაცნობებიც გვხვდებიან. მაგალითად, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობერიძე, იურისტები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკოსი ლევან სამუშია.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატები თბილისში:

  • საბურთალო – ბადრი ჯაფარიძე
  • გლდანი – გიგლა მიქაუტაძე
  • სამგორი – ფიქრია ჩიხრაძე
  • ვაკე – ლევან კობერიძე
  • მთაწმინდა-კრწანისი – საბა ბუაძე
  • დიდუბე-ჩუღურეთი – ლევან სამუშია
  • ნაძალადევი – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
  • ისანი – ლანა გალდავა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა და შემოსავლების მიხედვით მილიონერი პარტიების სამეულში შედის. მას მხოლოდ „ქართული ოცნება“ უსწრებს. ნახევარ წელიწადში პარტიის შემოსავლებმა უკვე გადააჭარბა მილიონ ლარს.

ყველა ახალი ამბავი
0