23:30 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (152)
493 0 0

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო დააყადაღა, ნათქვამია პარტიის ვებგვერდზე.

„მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „გირჩის" ,წევრის იმედა კლდიაშვილის ანგარიშებიც დააყადაღა.

ჯაფარიძე უკავშირებს მომხდარს იმას, რომ დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. მას იმედი აქვს, რომ მას სხვა ოპოზიციური პარტიები დაუჭერენ მხარს.

ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტი დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იქნება.

პარტია „გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა ზურაბ ჯაფარიძეს წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო და ყველა კანდიდატთან შედარებით წინასაარჩევნო კამპანიაზე ყველაზე ნაკლები თანხა დახარჯა.

„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“ >>

„გირჩი“ პოლიტიკურ სარბიელზე 2015 წელს გამოჩნდა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა შექმნეს.

პარტია ლიბერალური მიმართულებისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელითა და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაში „გირჩმა“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (152)

მთავარი თემები