20:54 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
81 0 0

შემფასებელი მისია შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებთან, ხოლო ანგარიშს ვიზიტის შემდეგ წარმოადგენს.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებმა, ქვეყანაში წინასაარჩევნო ზოგადი ატმოსფეროს შესწავლის მიზნით, გაცნობითი შეხვედრა გამართეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან.

როგორც შეხვედრის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, საუბრის მთავარი თემა იყო საპარლამენტო არჩევნები, მასმედიის მდგომარეობა და მისი როლი არჩევნებზე, საკანონმდებლო სივრცე, რომელშიც მასმედია მუშაობს.

„ჩვენ ვთქვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველანაირად მზად არის საპარლამენტო არჩევნებისთვის. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულიად მიუკერძოებელია, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გავაცანით ის კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც საარჩევნო პროცესში იქნება გამოყენებული“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას წარუდგენენ სწორ ინფორმაციას და არხი ამ არჩევნებს ღირსეულად ჩაატარებს.

დამკვირვებლებმა შეხვედრა გამართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება. დარსალიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღებულ შესწორებებს საარჩევნო კოდექსში, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციებს ეფუძნება.

მისიის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს შეხვედრა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ირაკლი კობახიძესთან. ისინი ასევე შეხვდებიან უმრავლესობის წევრებს, რომლებიც მათ წარუდგენენ ინფორმაციას ქვეყანაში წინასაარჩევნო მდგომარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

შემფასებელი მისია შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სხვადასხვა დაწესებულების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ხოლო ანგარიშს ვიზიტის შემდეგ წარმოადგენს.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები