„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს: გეგმები და პერსპექტივები

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას ვარაუდობს

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნების წინ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები არჩევნების წინ: ვის „სწყალობს" მოსახლეობა >>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. „ქართული ოცნებისთვის“ მისი არსებობის განმავლობაში ეს მესამე არჩევნები იქნება და მას სერიოზული გამარჯვების იმედი აქვს.

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი შიდა კვლევებით, 55 პროცენტზე გაცილებით მეტი აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი“, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ შედეგები წინა არჩევნებზე:

არჩევნები          წელი          ხმების რაოდენობა მოპოვებული ხმების პროცენტი
საპარლამენტო არჩევნები 2012           1 181 862 54,97%
საპრეზიდენტო არჩევნები 2013       1 012 569

62,12%

 

ადგილობრივი არჩევნები 2014            719 431 50,82%
საპარლამენტო არჩევნები 2016           856 638 48,68%
ადგილობრივი არჩევნები 2017         838 154 55,81%
საპრეზიდენტო არჩევნები 2018           615 572 38,64%

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველ ეტაპზე ორშაბათს 30 ერთმანდატიან ოლქში კანდიდატების წარდგენა მოხდება.

„უახლოეს მომავალშიც ჩვენ დავასახელებთ კანდიდატებს. პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა“, - განაცხადა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: რამდენმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია და ვის ეთქვა უარი

ამასთან მან აღნიშნა, რიმ ჯერჯერობით უცნობია, ჩაუდგება თუ არა სათავეში პარტიულ სიას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ ყოფილა განხილული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი“, - განაცხადა კობახიძემ.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ახალი სახეები იქნება.

„ორშაბათს იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, ხოლო ვინ იქნება სიაში, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება ახალ სახეებს, აუცილებლად იქნებიან, ჩვენ წარვადგენთ ახალგაზრდებსაც, ქალბატონებსაც“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ქართული ოცნების“ პერსპექტივები

მმართველი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია ექსპერტი თამარ კიკნაძე.

„ოპოზიციაში განხეთქილებაა, მე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია მიიღებს უმრავლესობას, მაგრამ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და დეპუტატებს შეთანხმება მიუწევთ. ჯერჯერობით გამარჯვების მეტი შანსი აქვს მმართველ პარტიას“, - განუცხადა კიკნაძემ Sputnik-საქართველოს.

ვალუტის გადაცვლის პუნქტები - Sputnik საქართველო
მდიდრები და ღარიბები – რომელ პარტიას რამდენი ფული აქვს

მმართველი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია ასევე ექსპერტი არჩილ სიხარულიძე.

„ვფიქრობ, პარლამენტში შვიდამდე პარტია გავა, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაინც მიიღებს უმრავლესობას და მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს“, - განუცხადა სიხარულიძემ Sputnik-საქართველოს.

ამ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი მხოლოდ 1%-ს უდრის, ხოლო უმრავლესობის მოსაპოვებლად მმართველ პარტიას ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ ნახევარი სჭირდება, რადგან პარლამენტში ადგილების განაწილება პარტიებისთვის მიცემულ ხმებზეა დამოკიდებული.

ყველა ახალი ამბავი
0