18:58 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (66)
8810

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების მინიმალური შეზღუდვებითა და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ყველაფერს აკეთებს.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტიის ამოცანაა – არ დაუშვას სპეკულაციები და არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაატაროს, განაცხადა თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. სავარაუდოა, რომ იმ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს, რაც ოპოზიციაში იწვევს ეჭვს, რომ ხელისუფლება ამით ისარგებლებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერევა.

„ჩვენი მიზანია საგანგებო მდგომარეობა არ შემოვიღოთ და არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ შეექმნას პრობლემა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვისაც, რომ სპეკულაციები არ გამოიწვიოს იმან, რომ არჩევნებია და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებენო... ჩვენი მიზანია ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება, ყველას ჰქონდეს ერთნაირი პირობები და გარემო იმისთვის, რომ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნებისთვის მზადება აქტიურად დაიწყო და უახლოეს მომავალში დაასახელებს თავის მაჟორიტარობის კანდიდატებს და განსაზღვრავს პარტიულ სიას.

ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან, თუმცა ჯერჯერობით გამორიცხავენ პანდემიის გამო არჩევნების თარიღის გადატანას. უკვე ცნობილია, რომ არჩევნებზე, ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გატარდება.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (66)

მთავარი თემები