გახარია: კარგად ჩატარებული არჩევნები – ჩვენი საერთო მიზანია

© Sputnik / Alex Shlamovპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საერთო ძალისხმევით საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად და კონკურენტულ გარემოში ჩატარდება.

ბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების კარგად, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება პანდემიის პირობებშიც კი საერთო მიზანი უნდა გახდეს, მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული დემოკრატია ყოველდღე პროგრესირებს და ეს კარგად იციან  უცხოელმა კოლეგებმა.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას გაითვალისწინეთ, რომ... ეპიდემიოლოგის განმარტება

„ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ... საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. თითოეული მათი ნათქვამი ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, რადგან ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, საბოლოო ჯამში ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ ახლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები ჩვენი საერთო მიზანია“, – განაცხადა გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ამჟამად ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება – 1 სექტემბრისთვის. ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან, ამიტომ არჩევნები განსაკუთრებულ პირობებში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0