07:38 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1061)
140 0 0

მეზობელ ქვეყნებში არსებული ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო თავისი საზღვრების გახსნას თურქეთთან, რუსეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ჯერჯერობით არ გეგმავს.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე მოქმედი შეზღუდვები ჯერჯერობით შენარჩუნებული იქნება, განაცხადა ბრიფინგზე მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

რატომ არ ხსნის საქართველო საზღვრებს მეზობელი ქვეყნებისთვის? მთავრობის არგუმენტები>>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ თავისი საზღვრები, მათ შორის სახმელეთო, უცხოელებისთვის მარტში დაკეტა. გამონაკლისია განსაკუთრებული შემთხვევები. ასევე შეწყდა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით.

ამჟამად საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან დაკეტილი რჩება ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, და ტვირთების სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

მოქმედი წესების თანახმად, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები 14-დღიან კარანტინს გადიან.

ასევე, წესების მიხედვით, სატვირთო ავტომობილების მძღოლები მკაცრ კონტროლს გადიან ტემპერატურისა და სხვა სიმპტომების მხრივ. თუ უცხოელ მძღოლს დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდება, მას უკან დააბრუნებენ, საქართველოს მოქალაქეს კი კარანტინში გზავნიან. ტვირთი საშიში ქვეყნიდან შემოსული ტვირთის პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს გაივლის.

ჩიქოვანის თქმით, საქართველო აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს პარტნიორები არიან და, რეკომენდაციების თანახმად, ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება ქვეყანაში როგორც უცხოელების შემოსვლის, ისე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გასვლის პირობები.

„ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველო ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს უპირობოდ ხსნის>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 963, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 841 ადამიანი, გარდაიცვალა 15 პაციენტი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1061)

მთავარი თემები