06:58 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (124)
863 0 0

ახალი წესების მიხედვით, „გირჩს“ საბოლოო რეგისტრაციის მისაღებად ცესკოში ხელმოწერების ჩაბარება არ მოუწევს

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ცესკომ 2020 საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირა საქართველოს ყველაზე არაორდინარული პარტია - „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. ამჟამად ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მიმდინარეობს. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ პარტიებმა უნდა წარუდგინონ ცესკოს მხარდამჭერების ხელმოწერები, შემდეგ კი მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურ რეგისტრაციას და რიგით ნომერს.

„გირჩს“ ხელმოწერების წარდგენა არ დასჭირდება, რადგან მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლების 15 ათასზე მეტი ხმა მოიპოვა.

ამ დროისათვის ცესკოში უკვე დარეგისტრირდა რვა პარტია, საიდანაც „გირჩი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია საზოგადოებაში.

„გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია. ის ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ პარტიის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ამავე დროს წინასაარჩევნო კამპანიაზე მან ყველა კანდიდატთან შედარებით მინიმალური თანხა დახარჯა.

პარტია „გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გაჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წარმომადგენელმა შექმნა.

ვაკეში გოჭებიც „გულაობენ“: როგორია ზურაბ ჯაფარიძის „ვაკის პარკი“ >>

თავად პარტია ლიბერალური მიმდინარეობისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელით და კანონის გვერდის ავლის უნარით. ამ პარტიის წყალობით საქართველოში დეკრიმინალიზებულია მარიხუანის მოხმარება. ახლა კი პარტია არჩევნებში ჩაება და უკვე შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომლითაც მოითხოვა არასაკონსტიტუციოდ იქნას ცნობილი დეპუტატობის კანდიდატების ნარკოტიკზე შემოწმება.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (124)

მთავარი თემები