ვაკეში გოჭებიც „გულაობენ“: როგორია ზურაბ ჯაფარიძის „ვაკის პარკი“

© Sputnik / Vladimir Umikashviliჭავჭავაძის გამზირი
ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე  სარემონტო სამუშაოების მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს, გადაკეტილი ქუჩები კი ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik.  საქართველოს ყველაზე არაორდინარული პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოები ორიგინალური ფორმით გააპროტესტა.

დედაქალაქის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოები  გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის.

ჯაფარიძემ სასეირნოდ გოჭი გამოიყვანა, რომელსაც თბილისში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პარკის საპატივცემულოდ „ვაკის პარკი“ დაარქვა. 

„აქვე, ახლოს, ჩემი მშობლები ცხოვრობენ, მამაჩემს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და კვირაში რამდენჯერმე მისი ექიმთან წაყვანა მჭირდება. მამა რომ ექიმთან მივიყვანო ორი–სამი საათი მჭირდება, რადგანაც აქაურობა საღორეს დაამსგავსეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მეფე ვახტანგ გორგასალს არ დასჭირვებია თბილისის დაარსებაზე იმდენი დრო, რაც აღნიშნული გამზირის რეაბილიტაციას დასჭირდა.

„მე მესმის ყველაფერი – რეაბილიტაცია და ა.შ. მაგრამ რამდენს ხარჯავენ ისინი ჭავჭავაძის გამზირზე. ამიტომ მე ამ ადგილის შესაფერისი ცხოველი მოვიყვანე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ დროისთვის გამზირზე  სამუშაოების მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს, გადაკეტილი ქუჩები კი ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

ყველა ახალი ამბავი
0