23:34 19 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (91)
117 0 0

საქართველომ უკვე აცხადებდა, რომ საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან აპირებს, თუმცა ქვეყნის ცა 31 ივლისამდე დაკეტილი იქნება.

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო შევიდა იმ 15 უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეები 1 ივლისიდან ევროკავშირში მოგზაურობას შეძლებენ.

„ახლა უკვე ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გახარიამ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით ევროკავშირს მადლობა გადაუხადა აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.

საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდნენ ავსტრალია, კანადა, იაპონია, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

სია ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ დაამტკიცდა და გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე 1 ივლისს გამოქვეყნდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტში ევროპის ქვეყნებმა საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტი ქვეყნებისთვის დახურეს. საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივ გაიხსნება - ზემოხსენებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (91)

მთავარი თემები