13:56 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (23)
75 0 0

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ახალი სისტემით ჩატარდება – პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით კონსტიტუციაში შესწორებები მიიღო.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მთავრობის უპირველესი ამოცანა საკონსტიტუციო შესწორებების მიღების შემდეგ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კონსტიტუციაში ცვლილებები დამტკიცებულია: როგორ ჩატარდება არჩევნები>>

საქართველოს პარლამენტმა ორშაბათს მიიღო შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმად საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ახალი სისტემით ჩატარდება.

„საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა არის, რომ საქართველოში არჩევნები იყოს დემოკრატიული, სრულიად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ ვის მისცემს უკვე ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია", – განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ პარლამენტში აღარ უნდა მოხვდნენ „საქართველოს მტრები".

მან გააკრიტიკა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საკონსტიტუციო შესწორებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

„მოქალაქეების წინაშე თავს ვერ გაიმართლებს ის, ვინც გაურკვეველი კრიმინალური ქეისების გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო", – განაცხადა გახარიამ.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული კანდიდატები მიიღებენ.

დღეს არსებული სისტემისგან განსხვავებით, პარტიებს შორის ადგილების გადანაწილება პარლამენტში გამოითვლება ახალი ფორმულით. ამ ფორმულის მიხედვით შემოდის გარკვეული შეზღუდვა, ე.წ. 40%-იანი „ჩამკეტი“ – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (23)

მთავარი თემები