საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციას ცვლის: რა მოხდება ისტორიულ კენჭისყრაზე

© Parliament of Georgiaპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონმდებლებმა საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიიღეს და თუ კანონპროექტი საკმარის ხმებს მოიპოვებს, დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევა.

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილებები შეაქვს, რომლითაც იცვლება საარჩევნო სისტემა. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
პარლამენტმა შესწორებები კონსტიტუციაში მეორე მოსმენით მიიღო

სადეპუტატო მანდატების რაოდენობა არ იცვლება, მაგრამ კონსტიტუციაში შესწორებები 73 ერთმანდატიანი ოლქის 30-მდე შემცირებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, პარტიებისთვის იცვლება გამსვლელი ბარიერი, რომელიც ადრე არსებული 3%-ის ნაცვლად, 1% იქნება. საარჩევნო ბლოკებმა კი უნდა მიიღონ იმაზე არანაკლები პროცენტი, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ასევე იცვლება პარლამენტში ადგილების გადანაწილების სისტემა – ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა: ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

დღევანდელი კენჭისყრა გადამწყვეტია, კანონმდებლებმა საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიიღეს და თუ კანონპროექტი საკმარის ხმებს მოიპოვებს, დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევა.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატების ხმები საკმარისი არ არის. დღეს მთავარი ინტრიგაა – კიდევ ვინ დაუჭერს მხარს ცვლილებებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0