21:25 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1384)
126 0 0

სუს-ში მიიჩნევენ, რომ თავისი ქმედებებით „მთავარი არხი“ „ხელისუფლების დისკრედიტაციას შეეცდებოდა და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში“

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტი კორონავირუსზე ფიგურირებს საქმეში საბოტაჟის შესახებ, ნათქვამია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ტელეარხი ადანაშაულებდა ხელისუფლებას COVID-19-ით გარდაცვალებების რიცხვის ხელოვნურ გაზრდაში. ერთ-ერთ სიუჟეტში ტელეარხი ამტკიცებდა, რომ ექიმები და ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტში მართავენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებთან და სთავაზობენ ფულად თანხებს იმის სანაცვლოდ, რომ მათ სიკვდილის მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ.

სუს-მა ამ მტკიცებულებებს სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა.

„გამოძიებით გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, ცალკეულ დაინტერესებულ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, მოამზადა დეზინფორმაციული შინაარსის სიუჟეტი, რომლის მიხედვით თითქოსდა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან დაკავშირებას და მათთვის თანხის შეთავაზებას, იმისათვის რომ მათ განეცხადებინათ, თითქოს მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა ვირუსის შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ში მიიჩნევენ, რომ თავისი ქმედებებით „მთავარი არხი“ ცდილობდა „ხელისუფლების დისკრედიტაციას და მას დადანაშაულებას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში“, „საზოგადოებაში თესავდა დაუცველობის განცდას კორონავირუსის პანდემიის ფონზე“, პროტესტის გამოწვევას, რაც „ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას“.

სიუჟეტში მოხსენიებულმა მოქალაქეებმა სუს-ში გამოკითხვაზე განაცხადეს, რომ მათთან ინტერვიუ დამონტაჟებულია, აღნიშნულია განცხადებაში. ისინი ამტკიცებენ, რომ ტელეარხმა მათი გამონათქვამები არასწორად გადათარგმნა აზერბაიჯანული ენიდან და „მოახდინა ფაქტების დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გაშუქება“.

ნინო ლომჯარია: რურუას საქმეზე კითხვები ჩნდება >>

ამასთან დაკავშირებით სიუჟეტის გმირებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და სამართლებრივი რეაგირება მოითხოვეს.

სუს-ის მონაცემებით, „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება გრძელდება, მოგვიანებით იქნება მიღებული განცხადება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების შესახებ.

როგორც სუს-ში განმარტეს, მარნეულის მკვიდრი არკინაზ გულიევი და ზანურა თალიბოვი გამოკითხეს მოწმეების სტატუსით საქმეზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებას ეხება და აღიძრა სიუჟეტის ეთერში გასვლამდე. ამასთან, სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა სახის შეტყობინებაზეა საუბარი და როდის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს საბოტაჟს, ანუ საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

„მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაცია „კორონავირუსით გარდაცვალების“ სანაცვლოდ 10 ათასი ლარის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში უარყვეს. კორონავირუსის გამო ლეტალური შემთხვევების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაყალბების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, თითოეული გარდაცვლილი პაციენტის ისტორიასთან დაკავშირებით გაცემულია დეტალური ინფორმაცია და ინფიცირების ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დამახინჯებულა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1384)

მთავარი თემები