20:16 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (122)
79 0 0

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ოპოზიციური „მთავარი არხის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას საქმის მასალებში, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, არ არსებობს ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებები, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

რურუას საქმე - საჯილდაო ქვა ქართულ პოლიტიკაში >>

რურუა გასული წლის ნოემბერში დააკავეს. შსს-ს მონაცემებით, მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს, ვინაიდან მას აქვს ოფიციალურად გაფორმებული არაერთი იარაღი და არარეგისტრირებული იარაღი არაფერში სჭირდებოდა.

„გიორგი რურუას საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებს ჩვენ ვიცნობთ, რაც ადვოკატმა გაგვაცნო. ამ ეტაპზე რაც შემიძლია, გითხრათ საქმესთან დაკავშირებით, არის ის, რომ ალბათ ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის კითხვის ნიშნებს წარმოშობს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური ან ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ პირის მიერ იარაღის ფლობას იმ შემთხვევაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა განმარტა, რომ მას აშფოთებს ის, რომ საქმეზე მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან.

„პოლიციელები ამბობენ, რომ მანქანაში უპოვეს მას იარაღი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ვიდეოჩანაწერები, ან არ გვაქვს დამოუკიდებელი და ობიექტური მოწმის ჩვენებები, რომელიც შეესწრო ან დაასწრეს აღნიშნულ ჩხრეკას და დაადასტურებდა, რომ იარაღი ნამდვილად იპოვეს. ეს არის შეფასებითი კატეგორია. რამდენად დამაჯერებელია ეს მტკიცებულებები, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღო სასამართლომ და ამ შეფასებაში სახალხო დამცველი ნამდვილად ვერ შევა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიამ ასევე მიანიშნა, რომ აშკარა დარღვევას წარმოადგენდა ბრალდებულის ბიოლოგიური მასალის აღება, რომელიც ციხის საკანში მისი ადვოკატის თანდასწრების გარეშე განხორციელდა. როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, ამ შემთხვევაში რურუას პროცესუალური უფლება დაირღვა.

ომბუდსმენის აპარატი აგრძელებს საქმის შესწავლას და დამატებითი გარემოებების შემთხვევაში შეფასებებს გააკეთებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხუთშაბათს, 25 ივნისს პარლამენტში 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

ვინ არის გიორგი რურუა

გიორგი რურუა - საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას ძმა და არაერთი ოპოზიციონერის ახლო მეგობარია.

ამჟამად ის პატიმრობაშია. მის საქმეს ჯერ კიდევ იხილავს სასამართლო და უამრავი შუამდგომლობის მიუხედავად, მათ შორის თავდებით გათავისუფლების თაობაზე, გირაოთი გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. მმართველი პარტია რურუას დაპატიმრების პოლიტიკურ სარჩულთან დაკავშირებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებში და გამოძიების მსვლელობაში არ ერევა.

თუმცა ოპოზიციის ნაწილი („ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“) მას მოიხსენიებს პოლიტიკურ პატიმრად და უარს აცხადებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (122)

მთავარი თემები