13:26 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (113)
165 0 0

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების თხოვნით ანა დოლიძეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კოლეგების გარკვეული ნაწილის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და სკანდალის ფონზე საბჭოს დატოვება გადაწყვიტა, ამის შესახებ დოლიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა დოლიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის პოსტს საქართველოს პრეზიდენტის კვოტით 2018 წლიდან იკავებდა, მაისში დააარსა საკუთარი ორგანიზაცია „მოძრაობა ხალხისთვის", ხოლო გასულ კვირაში რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა. ამის ფონზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი დაისვა. აღნიშნული საბჭოს დატოვების თხოვნით ანა დოლიძეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა. კანონით, სახელმწიფოს მეთაურს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილება არ გააჩნია.

„მე დღეს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის სახელზე განცხადებას შევიტან და მას საქმეს გავუადვილებ. მე ვტოვებ იუსტიციის საბჭოს. მთელი ჩემი რესურსით შევუდგები „მოძრაობა ხალხისთვის" შენებას, რათა გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ შენობაში მარტო დავრჩი და ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს. ეს მთავარი თანამოაზრე იქნება ქართველი ხალხი", – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის სიტყვებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან მის წინააღმდეგ გაჩაღებული მიზანმიმართული და ბინძური პიარ-კამპანიიდან გამომდინარე მიიღო.

ანა დოლიძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სასამართლო სისტემის ხარვეზების შესახებ მკვეთრ განცხადებებს ხშირად აკეთებდა და მასში არსებულ კლანურ მმართველობაზე მიუთითებდა. ის ასევე სხვადასხვა საკითხში აკრიტიკებდა მოქმედ ხელისუფლებას და აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს, რაც არაერთხელ გამხდარა საბჭოს კრიტიკის საგანი.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (113)

მთავარი თემები