პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპარლამენტო სხდომა
საპარლამენტო სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა (საჭირო მინიმუმი იყო 113 ხმა)

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა, ხუთი დეპუტატი იყო წინააღმდეგი.

დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩეველთა 1%-ზე მეტი ხმა მოიპოვეს ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების იმდენივე პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში. დანარჩენი ადგილები 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულებს შორის გადანაწილდება.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
არჩევნები დეკემბერში ჩატარდება? საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულდა

არსებული სისტემისგან განსხვავებით, პარტიებს შორის ადგილების გადანაწილება პარლამენტში გამოითვლება ახალი ფორმულით, რომელიც პროპორციული არჩევნების შედეგებზეა ორიენტირებული.

ამ ფორმულით ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

თუ შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დადგენილ ლიმიტზე მეტი მანდატი აღმოაჩნდება, მათ გადაანაწილებენ სხვა პარტიებსა და ბლოკებს შორის, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით 73-ის ნაცვლად 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება, თბილისში - 8, დანარჩენ ათ რეგიონში - 22.

ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში

კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც ცესკო-ში არანაკლებ 5 ათასი ხელმოწერის წარდგენას შეძლებენ, ასევე ის პარტიები, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იღებდნენ მონაწილეობას და ამომრჩეველთა 15 ათასი და მეტი ხმა მიიღეს, ასევე ის პარტიები, რომელთა პრეზიდენტობის კანდიდატმა მინიმუმ 15 ათასი ხმა მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0