არსად წასვლას არ აპირებს: მმართველ პარტიაში უარყოფენ ჭორებს პრემიერის გადადგომის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების" მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობაში და მმართველ პარტიაში არავინ ადასტურებს ჭორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ჭორები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ – ერთი ტელეარხის ფანტაზია და სრული სიცრუეა, განაცხადეს მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მთავრობის მეთაურის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციის კომენტარისას.

ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ თავის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ უკვე მიიღო და ის პოსტს 20 ივნისამდე დატოვებს. ტელეარხმა განაცხადა, რომ პრემიერის გადადგომა ბიძინა ივანიშვილმა 1 ივნისის შეხვედრაზე მოითხოვა, მაგრამ მთავრობის მეთაურმა წასვლაზე უარი განაცხადა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
მიდის თუ მოდის გიორგი გახარია? ვინ რა კითხვაზე მიიღო პასუხი

„ეს სრული სიცრუეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჭორებს უფრო მკვეთრად გამოეხმაურა.

„რომელიღაც მედიის პროდიუსინგში მოგონილი ამბავია. ოპოზიციას სჩვევია – ბოლო დროს იგონებენ ამბავს მათი მედიასაშუალების მეშვეობით, მერე ამ ამბავზე ბრაზდებიან და ამას ვისმენთ. ამბავი არის მოგონილი და ამ მოგონილ ამბავზე ჩვენ გვთხოვენ კომენტარს და გვთხოვენ პასუხის პასუხს“, – განაცხადა მდინარაძემ.

გახარიას წასვლის აუცილებლობას ვერ ხედავს პოლიტოლოგი ვასო კაპანაძეც.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ხმები გახარიას გადადგომის შესახებ: პოლიტიკური სპეკულაცია თუ რეალური საკადრო გადაადგილებები

„ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მიიყვანს კიდეც საქართველოს არჩევნებამდე, რადგან მას ახლა კარგი რეიტინგი აქვს, ის კარგად მართავს ქვეყანას კორონავირუსის გამო გამოწვეულ ამ კრიზისულ პერიოდში“, – განაცხადა კაპანაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის სექტემბერში გახდა მიუხედავად იმისა, რომ მის გადადგომას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან თბილისის ცენტრში გამართულ მიტინგებზე 3 თვეზე მეტხანს ითხოვდნენ.

გახარიას წასვლა ძირითადი მოთხოვნა იყო სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებიც მაშინდელ მინისტრს 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0