ხმები გახარიას გადადგომის შესახებ: პოლიტიკური სპეკულაცია თუ რეალური საკადრო გადაადგილებები

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებაში ყველაზე ხშირად მომავალ პრემიერად ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ასახელებენ.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქართულ მასმედიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება. 

ქეთევან ციხელაშვილი - Sputnik საქართველო
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თანამდებობას ტოვებს

გიორგი გახარიას ადგილმონაცვლედ ერთბაშად რამდენიმე კანდიდატს ასახელებენ, ყველაზე ხშირად კი ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს.

თუმცა, თავად ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ საუბარი არ მიდის.

მან მაღალი შეფასება მისცა პრემიერ გახარიას საქმიანობას და აღნიშნა, რომ „იგი წარმატებით ხელმძღვანელობს ქვეყანას“.

„მთავრობაში (საკადრო) ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. გუნდში პრემიერის ცვლილების თაობაზე დისკუსია და კომუნიკაცია არ მიმდინარეობს. იგი ძალზე წარმატებით უძღვება ქვეყანას და ამავე სულისკვეთებით გააგრძელებს. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, არანაირი კომუნიკაციას არ ყოფილა“, – განაცხადა ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.

ხმები პრემიერის ცვლილების შესახებ უფრო მწვავედ შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისი სიტყვებით, გავრცელებული ინფორმაცია „პოლიტიკური სპეკულაციაა“, რომლის უკანაც დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის

„როგორც კი არჩევნების პერიოდი მოდის და ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესები ხდება, რასაკვირველია, იწყება საუბარი დაბალ, საშუალო და მაღალ დონეზე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს, მაგალითად, დაინიშნა ახალი ელჩები, უნდა ველოდოთ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ცვლილებას. რაც შეეხება ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, მთლიანად პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს, რომლის უკანაც დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან. ჩემი აზრით, გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერ-მინისტრია, თავდადებული თავისი ქვეყნისთვის და საკმაოდ კომპეტენტური ყველა მიმართულებით, ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერი გახარია ამ კვირაში – 27 და 29 მაისს პარლამენტში დეპუტატების წინაშე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგება.

და, მაინც, მთავრობაში გარკვეული საკადრო გადაადგილებები უკვე დაიწყო – ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ვაკანტური ხდება შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა – ქეთევან ციხელაშვილი ვენაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0