14:03 29 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5071
  • 100 RUB4.4949
  • USD3.1865
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (209)
45 0 0

შესაძლოა, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ტურისტებისთვის უსაფრთხო დერეფანი გაიხსნას, მიიჩნევს პრეზიდენტი.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა სამხრეთი კორეის პრეზიდენტს მუნ ჯე ინს და მასთან კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია განიხილა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

ზურაბიშვილმა კორეის პრეზიდენტს კორონავირუსის პანდემიისას საქართველოსათვის გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და სამძიმარი გამოთქვა კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო.

პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ „უხილავი მტრის“ წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის ვაქცინაზე წვდომის თანასწორობის უზრუნველყოფა.

პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და მნიშვნელობაზე აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და სავაჭრო-ეკონომიკური დერეფნის თვალსაზრისით. ასევე შავი ზღვის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებაზე.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ასევე გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს უსაფრთხო ტურიზმის ზონების გახსნაზე და უსაფრთხო ტურიზმის დერეფნის შექმნის თაობაზე რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, საქართველოსა და კორეას შორისაც მსგავსი უსაფრთხო დერეფანი გაიხსნას.

ზურაბიშვილმა კორეელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლას მაღალი შეფასება მისცა >>

საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (209)

მთავარი თემები