18:57 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა საქართველოსა და საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ისაუბრეს.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ესაუბრა საქართველოსა და საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

უწყების ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ვირუსთან ბრძოლის პროცესში გატარებულ ეფექტიან ზომებს. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ყველას დაანახა, რომ საქართველოს მაღალი დონის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ეს სისტემა საფრანგეთთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გაძლიერდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ წინადადებას საინტერესო უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად ევროკავშირმა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა უნდა გააგრძელოს.

საქართველოს პრეზიდენტმა კრიზისის შემდგომ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და მიესალმება საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირება სულ 623 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 288, გარდაცვლილია 9 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 559 პაციენტია.

მთავარი თემები