13:45 29 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5071
  • 100 RUB4.4949
  • USD3.1865
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (865)
143 0 0

მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა განცხადებით, რომ უახლოეს დღეებში მზად არის მივიდეს პარლამენტში და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით პარლამენტში 27 მაისს მივა. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით გამოცხადდა. თუმცა, მოგვიანებით, იგი 22 მაისამდე გახანგრძლივდა. შემოღებულმა შეზღუდვებმა და მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა, რომელიც პარლამენტის წინაშე პრემიერის ანგარიშით წარდგომას მოითხოვს.

 „ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები დაგროვდა სხვადასხვა მიმართულებით მთავრობის მოქმედების შესახებ. ბევრი კითხვა  ეხება ბოლო ორ თვის განმავლობაში თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ პარლამენტის ტრიბუნიდან ეს განმარტებები გავაკეთოთ“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი სიტყვებით, მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა განცხადებით, რომ უახლოეს დღეებში მზად არის მივიდეს პარლამენტში და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

 „ჩვენ მივალთ პარლამენტში და ყველა იმ შეკითხვას, რაც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ,“ - განაცხადა გახარიამ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პრემიერ–მინისტრი დეპუტატების წინაშე ოთხშაბათს წარდგება.

„პრემიერ–მინისტრმა მოგვმართა წერილობითი ფორმით და მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს, გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე კოვიდ-ინფექციასთან მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით წარდგება, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე, ასევე სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პრემიერ–მინისტრთან გაცილებით მწვავე კითხვები დაუგროვდა ოპოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ შეზღუდვები იყო მკაცრი, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა კი, როგორც მისი განხორციელება – დაგვიანებული.

თემები:
COVID-19 საქართველოში (865)

მთავარი თემები