საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გახანგრძლივდება

© photo : Georgian Government / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ 22 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ იმოქმედებს, რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისიდან აღარ გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

დისტანციურად მუშაობა - Sputnik საქართველო
როდის განაახლებენ მუშაობას დაწესებულებები: ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი დაწესდა.

 „ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა გააზრებულად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და ყოველდღიური ცხოვრების მხრივ. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, რიგი შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს.

 „გლობალური კონკურენცია კიდევ უფრო მწვავე იქნება და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, რომლებიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევზღუდოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი. ამიტომაც აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოები, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება  საგანგებო მდგომარეობის გარეშე ეფექტურად ავამოქმედოთ შეზღუდვები“, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროპაში ერთ–ერთ პირველ ადგილზეა. 26 თებერვლიდან 21 მარტის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსი 721 ადამიანს აქვს დადასტურებული.  ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 485–ს შეადგენს, გარდაცვლილია 12 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0