საქართველოს პარლამენტი მუშაობას იწყებს

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ მთავრობას მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდეს, პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა ცვლილებების პაკეტის ინიცირება მოახდინა.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ხუთშაბათს საგანგებო სხდომას გამართავს და განიხილავს შესწორებებს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს.

ქვეყანაში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 22 მაისს იწურება. მთავრობაში უკვე განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა მოქმედი შეზღუდვების ნაწილი შენარჩუნდება. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღების უფლება ექნება

აღნიშნული კანონპროექტით უკმაყოფილოა ოპოზიცია, რომელსაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მთავრობას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის კონტროლის გარეშე მოქალაქეთა სხვადასხვა თავისუფლება შეზღუდოს.

სხდომაზე ასევე იგეგმება ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების სექტემბრისთვის გადადება და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან შეთანხმებები.

პირველად, დიდი ხნის შემდეგ, პარლამენტის სხდომაზე დასწრებას ჟურნალისტები შეძლებენ. პარლამენტის შენობაში შესვლამდე მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ, აუცილებელი პირობაა პირბადის ტარება. სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჟურნალისტები დეპუტატების ჩაწერასაც შეძლებენ.

სადავო კანონპროექტი

იმისათვის, რომ მთავრობას მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდეს, პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა, მათ შორის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცვლილებების პაკეტის ინიცირება მოახდინა.

პარლამენტის ბიუროზე წარდგენილი ცვლილებების თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში გაჩნდება ორი ახალი ტერმინი - „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“, და შესაბამისი მითითებები, რომლებიც მთავრობას ამ ზომებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის შესაძლებლობას აძლევს. 

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის შემდეგ: მოსახლეობაზე ზრუნვა თუ შეუზღუდავი ძალაუფლება

ტერმინი „იზოლაცია“, რომელიც კანონმდებლობით ითვალისწინებს ინფიცირებული ადამიანების სხვა ადამიანებისგან განცალკევებას და ისეთ პირობებში განთავსებას, რომლებიც გარშემომყოფთა ინფიცირებისგან დაცვას უზრუნველყოფს, ოპოზიციას და მმართველ პარტიას კითხვებს არ უჩენს.

თუმცა ტერმინმა „საკარანტინო ღონისძიებები“ და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლებამ ოპოზიციაში კითხვები გააჩინა.

განმარტების თანახმად, „საკარანტინო ღონისძიებები“ - ეს არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ არსებობს მისი დაინფიცირების რისკი. 

Председатель парламента Грузии Арчил Талаквадзе - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: თუ ტენდენცია შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა დაჩქარდება

გარდა ამისა, ეს განმარტება მოიცავს საჯარო უწყებების საქმიანობის საკითხების რეგულირებას იმ წესებით, რომლებიც განსხვავდება მოქმედი კანონმდებლობისგან, აგრეთვე მოქალაქეების გადაადგილების უფლებას, საკუთრების უფლებას, შრომითი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებებს, აგრეთვე ხალხის შეკრების უფლებას სოციალური და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის არის აუცილებელი.

ოპოზიცია არასწორად მიიჩნევს ამგვარი ტერმინების შემოღებას ცვლილებებში მითითების გარეშე, რომ მთავრობა ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას შეზღუდვების შესახებ პარლამენტის თანხმობის გარეშე.

 

ყველა ახალი ამბავი
0