01:58 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

გიგი უგულავას განცხადებით, ადამიანების მასობრივი თავშეყრისას მომიტინგეები უსაფრთხოების ყველა წესს დაიცავენ

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას 20 ივნისს გეგმავს, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

საქართველო პროტესტის ტალღამ 2019 წლის 20 ივნისიდან მოიცვა, როდესაც ქვეყნის პარლამენტში, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, კომპარტიის წევრი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა. იმ დღეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

„20 ივნისი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, იმიტომ, რომ ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს ამ დათმობებთან, უაზრო უშინაარსო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ დათმობებთან, რასაც რუსეთთან მიმართებაში ეს ხელისუფლება აწარმოებდა“, - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს.

ამასთან ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ადამიანების მასობრივი თავშეყრისას მომიტინგეები უსაფრთხოების ყველა წესს დაიცავენ.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი სტანდარტი შეიქმნა. ქვეყანა ცხოვრებას აგრძელებს, საპროტესტო ფორმები შეიძლება შეიცვალოს ამ პანდემიის გამო, მაგრამ მუხტი და გადაწყვეტილება არ შეიცვლება“, - განაცხადა უგულავამ.

მაშინ, 2019 წლის ზაფხულში, საქართველოს ხელისუფლებამ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა და მოსახლეობას პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა შესთავაზა, თანაც, ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. ამის შემდეგ აქციები მინელდა.

მაგრამ უკვე 14 ნოემბრიდან პროტესტები განახლდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო ცვლილებები კანონპროექტში, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან ითვალისწინებს. ამჟამინდელი სისტემით 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, 77-ს - პარტიული სიებით (პროპორციული სისტემით).

მმართველი პარტია საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველად განაცხადა, რომ მზად არის დათმობებისთვის - განიხილოს 150-დან 73 დეპუტატის არჩევის მიზანშეწონილობა არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში.

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები საკმარისი არ არის, ოპოზიციამ არჩევნების ჩატარება „გერმანული მეთოდით“ შესთავაზა. ამ შემთხვევაში ნარჩუნდება მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა ისინი გაიმართება არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. ამასთან პარტია მხოლოდ იმდენ ადგილს მიიღებს პარლამენტში, რამდენიც მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის მთავარ კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ მოლაპარაკებათა მაგიდას მაინც მიუჯდა.

მთავარი თემები