21:06 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
42 0 0

თურქმენეთის მხარის შესაბამისი განაცხადი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უკვე გადაიგზავნა

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) დამკვირვებლის სტატუსით შესვლა სურს, იუწყება РИА Новости.

თურქმენეთის მხარემ WTO-ს გენერალური დირექტორის, რობერტუ აზევედუს სახელზე გადაგზავნა წერილი-განაცხადი ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით შესვლის შესახებ.

„WTO-ში გაწევრიანების პროცედურების თანახმად, ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით თურქმენეთის მიღების საკითხი იქნება განხილული WTO-ს გენერალური საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება“, - ნათქვამია თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

WTO-ში თურქმენეთის გაწევრიანების საკითხი პირველად წამოიჭრა ცხრა წლის წინ ევროკომისიის მაშინდელი თავმჯდომარის, ჟოზე-მანუელ ბაროზუს მიერ. 2011 წელს აშხაბადში ვიზიტის დროს მან შესთავაზა ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეიტანოს განაცხადი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე. აშხაბადი მიიჩნევს, რომ WTO-ში გაწევრიანება ეროვნულ ეკონომიკას განვითარების იმპულსს შესძენს და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთქმედებას გააფართოებს.

მთავარი თემები