თურქმენეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა დამკვირვებლის სტატუსით სურს

© press-service of the Government of Georgiaქართული დელეგაცია თურქმენეთში
ქართული დელეგაცია თურქმენეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქმენეთის მხარის შესაბამისი განაცხადი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უკვე გადაიგზავნა

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) დამკვირვებლის სტატუსით შესვლა სურს, იუწყება РИА Новости.

თურქმენეთის მხარემ WTO-ს გენერალური დირექტორის, რობერტუ აზევედუს სახელზე გადაგზავნა წერილი-განაცხადი ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით შესვლის შესახებ.

პოლიციის ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: თურქმენეთმა სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება აკრძალა

„WTO-ში გაწევრიანების პროცედურების თანახმად, ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით თურქმენეთის მიღების საკითხი იქნება განხილული WTO-ს გენერალური საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება“, - ნათქვამია თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

WTO-ში თურქმენეთის გაწევრიანების საკითხი პირველად წამოიჭრა ცხრა წლის წინ ევროკომისიის მაშინდელი თავმჯდომარის, ჟოზე-მანუელ ბაროზუს მიერ. 2011 წელს აშხაბადში ვიზიტის დროს მან შესთავაზა ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეიტანოს განაცხადი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე. აშხაბადი მიიჩნევს, რომ WTO-ში გაწევრიანება ეროვნულ ეკონომიკას განვითარების იმპულსს შესძენს და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთქმედებას გააფართოებს.

ყველა ახალი ამბავი
0