02:14 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

პროექტში მონაწილეობის სურვილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. განაცხადების მიღება დასრულდა

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ორგანიზატორების გათვლებით, „უკვდავი პოლკის“ ონლაინ-მსვლელობა 18 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება - სწორედ ამდენი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ ყველა ვეტერანი გახდეს ვირტუალური პოლკის მონაწილე, რომელიც წითელ მოედანზე მიაბიჯებს.

„რუსეთის უკვდავი პოლკის“ პროექტში „უკვდავი პოლკი ონლაინ“ განაცხადების მიღება დასრულდა. ორგანიზატორებმა სულ 2 837 681 ანკეტა მიიღეს.

ყველა მიღებული მონაცემები გადაეცათ მოდერატორებს. დამტკიცების შემდეგ მონაცემები ვეტერანების შესახებ მოხვდება ონლაინ-მსვლელობაში, რომელიც გაიმართება „რუსეთის უკვდავი პოლკის“ polkrf.ru, „საერთაშორისო უკვდავი პოლკის“ polk.press ვებგვერდებზე და ონლაინ–კინოთეატრში Окко, ასევე სოციალურ ქსელებში Одноклассники და ВКонтакте, „რუსეთის უკვდავი პოლკის“ გვერდებზე.

ამ რესურსებზე ყველას შეუძლია ვიდეოს გაშვება და თავისი ვეტერანის ნახვა. ეს ნიშნავს, რომ პროექტის ყველა მონაწილეს გადაეგზავნება ელექტრონული წერილი ინფორმაციით იმის შესახებ, თუ როდის გაივლის ვეტერანი „უკვდავი პოლკის“ მწყობრში.

გამარჯვების დღეს, 9 მაისს ონლაინ-მსვლელობის ტრანსლაცია რუსეთის მედიაეკრანებსა და მოსკოვის მეტროში მიმდინარეობს. რიგი ტელეკომპანიები აქციას სრულ ან დროებით ფორმატში პირდაპირი ჩართვებით გადასცემენ. გარდა ამისა, მსვლელობის ნახვა შესაძლებელია სოცქსელებში „Вконтакте“ და „Одноклассники“.  ტრანსლაციის ნახვა ასევე შესაძლებელია ონლაინ–კინოთეატრებში Okko, Море.тв, Ivi.ru, РИА Новости–ის და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Sputnik–ის ვებგვერდებზე და რა თქმა უნდა,  „რუსეთის უკვდავი პოლკის“  www.polkrf.ru  და „საერთაშორისო უკვდავი პოლკის“  www.polk.press ვებგვერდებზე.

პროექტის „უკვდავი პოლკი ონლაინ“ ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო სააგენტო Sputnik.

მთავარი თემები