თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ამ წუთებში 700 ათასზე მეტი ადამიანი აკვირდება „უკვდავმა პოლკმა“ ონლაინ-მსვლელობას, რომელმაც სტარტი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის დროით დილის 11 საათზე აიღო.
ტრანსლაცია ინტერნეტით მიმდინარეობს - „რუსეთის უკვდავი პოლკის“ polkrf.ru, „საერთაშორისო უკვდავი პოლკის“ polk.press ვებგვერდებზე და ონლაინ–კინოთეატრში Окко, ასევე სოციალურ ქსელებში Одноклассники და ВКонтакте, „რუსეთის უკვდავი პოლკის“ გვერდებზე.
გულგრილი არავინაა - ადამიანები იხსენებენ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირეს, აკეთებენ კომენტარებს, გამოხატავენ გრძნობებს.
პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადი 2,7 მილიონმა ადამიანმა შეიტანა, მათი მიღება დღესაც გრძელდება მოსკოვის დროით 15:00 საათამდე.
პროექტში მონაწილეობენ ადამიანები მთელი მსოფლიოდან. ონლაინ-მსვლელობა გაგრძელდება არა ერთი დღე, არამედ იმდენ დღეს, რამდენიც დასჭირდება, რათა ყველა ვეტერანი გახდეს ვირტუალური პოლკის მონაწილე, რომელიც წითელ მოედანზე მიაბიჯებს.