სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად არ დაინიშნება – მასმედია

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ფიქრობს, თუ რა შესთავაზოს მიხეილ სააკაშვილს მთავრობაში რეფორმების ნაცვლად.

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. უკრაინის მთავრობამ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გამოიწვია, რამდენადაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო ფრაქციაში „ხალხის მსახური“ მხარი არ დაუჭირეს, იუწყება რადიო Sputnik სააგენტო News Front-ზე დაყრდნობით. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
სააკაშვილის პრობლემა: თალაკვაძემ უკრაინის რადის სპიკერს წერილით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სააკაშვილის დანიშვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ უმაღლესი რადას მხრიდან გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უკრაინიდან კონსულტაციებისთვის ელჩს გამოიწვევდა.

„დანიშვნა დაბლოკილია და გაურკვეველია საერთოდ შედგება თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ 248 დეპუტატს შორის დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმის მოგროვება შეძლო. ამასთან, პარტიულ „ჩატში“ საჯაროდ ხმის მიცემაზე მზადყოფნა 100-ზე მეტმა დეპუტატმა გამოთქვა“, – განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა.

მისი სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც მარცხი. ბუტუსოვმა აღნიშნა, რომ ხმების შეგროვება ფრაქციის თავმჯდომარეს დავით არახამიას დაევალა. მანამდე კი ეს მისია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს ჰქონდა დავალებული.

„პრეზიდენტის ოფისი ხვდება, რომ მოლაპარაკებების ჩავარდნა სააკაშვილთან სკანდალით დასრულდება, ამიტომ ფიქრობს რა შესთავაზოს სააკაშვილს მთავრობაში რეფორმების ნაცვლად“, – დასძინა ჟურნალისტმა. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი მხარს უჭერს უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობას

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული. ის დამნაშავედ ცნეს ძალადობისა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების ორგანიზებაში. მას დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, 2007 წელს „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მას კიდევ სამი წლით პატიმრობა შეეფარდა. ის ასევე ბრალდებულია სახელმწიფო სახსრებიდან პირადი საჭიროების მიზნით 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმეზე და 2007 წელს აქციის დაშლის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ. ამის შემდეგ ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შეერთებულ შტატებში, შემდეგ მიწვეულ იქნა სამუშაოდ უკრაინაში, სადაც მიიღო მოქალაქეობა და, შესაბამისად, დაკარგა ქართული პასპორტი. 2015 წელს სააკაშვილი გადადგა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან და დააარსა ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა".

მალევე მას ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო 2018 წლის თებერვალში ის პოლონეთში გააძევეს. სააკაშვილი კიევში დაბრუნდა 2019 წლის 28 მაისს, როდესაც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0