საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაეროსა და ევროპის საბჭოს ეცნობა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ვირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გატარებული ღონისძიებების თაობაზე.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროსა და ევროპის საბჭოს ოფიციალურად აცნობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. 

მადრიდი - Sputnik საქართველო
ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

„საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდა ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რიგი შეზღუდვების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო კონვენციების (კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის) სრული დაცვით განხორციელდა. საერთაშორისო ორგანიზაციებს აგრეთვე ეცნობათ საქართველოს მიერ საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეჩერების შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია ვირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გატარებული ღონისძიებების თაობაზე, აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამ დროისთვის იგი სრულად გამოჯანმრთელდა და გაწერილია კლინიკიდან.

ყველა ახალი ამბავი
0