თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 65 მამაკაცია. დიპლომატიური უწყებები მისი ოჯახის წევრებთან კონტაქტში არიან.
ესპანეთში ახალი კორონავირუსის ინფექციით საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. უცხო ქვეყნის მოქალაქის გადასვენება სამშობლოში ამჟამად შეუძლებელია, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრად აკონტროლებს აღნიშნულ პროცესს და მას აქვს გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ეს პროცედურა.
ესპანეთში კორონავირუსმა 1326 ადამიანი იმსხვერპლა, გასულ დღე-ღამეში - 324. სულ ინფიცირებულია 24 926 ადამიანი.
რაც შეეხება საქართველოს, 22 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 3 254 ადამიანია, კიდევ 233 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.