ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

© photo: Ministry Defense of Georgia ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი
ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე და ორი ქვეყნის ერთობლივ პროექტებში მონაწილეობაზე.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და ორი ქვეყნის მონაწილეობა ერთობლივ პროექტებში.

საქართველოს და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: თბილისისა და ბაქოს ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობები ურთიერთნდობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბაქოში ქართული მხარის საპასუხო ვიზიტია. იანვარში ღარიბაშვილმა თბილისში თავისი აზერბაიჯანელი კოლეგა ზაქირ ჰასანოვი მიიღო.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო პროექტებში.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ>>

საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეობენ მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტებში – ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი.

გარდა ამისა, ყოველწლიურად ვითარდება სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. საქართველოს სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს აზერბაიჯანიდან.

ყველა ახალი ამბავი
0