ნათია თურნავა: თბილისისა და ბაქოს ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს და აზერბაიჯანის დროშები
საქართველოს და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში

შეხვედრაზე მინისტრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ყურადღება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი და სხვ.

გიორგი გახარია და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გახარიამ ალიევს არჩევნებზე მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. აზერბაიჯანი ტრადიციულად ლიდერობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ ერთობლივ ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და ბიზნეს პროექტს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, დღეს საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 700–ზე მეტი კომპანია საქმიანობს და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი როგორც ერთობლივი ბიზნესსაქმიანობისთვის, ასევე აზერბაიჯანული ბიზნესისთვის საქართველოში.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების შესახებ.

„თუ ჩვენი ქვეყნები გააერთიანებენ ძალისხმევას საერთო კორიდორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით, ეს ორივე ქვეყანას სიკეთეს მოგვიტანს“, - განაცხადა მან.

ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის კორიდორი.

ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
ალიევი: TANAP ქვეყნებს შორის ხიდი გახდება

„საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2019 წელს თითქმის 2,8%-ით შემცირდა და 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანი საქართველოს ამარაგებს გაზით, საქართველოს გავლით კი მეზობელ ქვეყანაში ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება. საქართველოს აზერბაიჯანში გააქვს ასევე სიგარეტი, მედიკამენტები და სხვა საქონელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს აზერბაიჯანიდან 1,5 მილიონი ადამიანი ჩამოვიდა, რაც 7,2%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

ყველა ახალი ამბავი
0