დასრულდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

© photo: Goverment of Georgiaგიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი
გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ გააცილა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოში სომხეთის მთავრობის მეთაურის ნიკოლ ფაშინიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.

სომხეთის დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააცილა.

გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
ფაშინიანი: საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია

ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანმა შეხვედრები გამართა ქართველ კოლეგა გიორგი გახარიასთან, ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

ეს ფაშინიანის მეორე ოფიციალური ვიზიტი იყო საქართველოში. მთავრობის მეთაურის რანგში ფაშინიანი ჩვენს ქვეყანას პირველად 2018 წლის მაისში ეწვია.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მხარეები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0