21:56 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (171)
78 0 0

რუსეთის მონაწილეობის საკითხი ეჭვგარეშეა, თუმცა, რუსეთის დელეგაციის დონე ჯერ არ არის განსაზღვრული, განაცხადა გრიგორი კარასინმა

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, დიდი ალბათობით, ევროპის საბჭოს მინისტერიალში თბილისში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში არავის ეპარება ეჭვი, რომ ქვეყანა მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს.

„რუსეთს არ აქვს მიზეზი მინისტერილში მონაწილეობაში ეჭვის შესატანად. აი, მონაწილეთა დონე - ეს სხვა საკითხია. შეიძლება იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ან რუსეთის ელჩი ევროპის საბჭოში. ეს ფართო მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ ჩამოვა მინისტერიალზე. ახსენებენ მინისტრს და სხვა პირებს. დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება. მე სერგეი ლავროვის ნაცვლად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთის წარმომადგენელთა დონე მინისტერიალზე სხვა იქნება. ამის მიზეზია, პირველ რიგში, ის, რომ ასეთი აღელვებულია თქვენი საზოგადოება და არის რაღაც, რაც დასაფიქრებელია. თქვენი ოპოზიციაც ღელავს და სხვათა შორის, ხელს უშლის სხვა პრაქტიკული საკითხების გადაჭრასაც, მაგრამ ამაზე ახლა აღარ გვინდა. ეს უკვე ფილოსოფიაა. მე სენატორი ვარ და ნებისმიერი რამ შემიძლია ვიფიქრო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მინისტერიალში მონაწილეობას მივიღებთ და მონაწილეთა დონე განისაზღვრება მოგვიანებით", - განაცხადა კარასინმა.

საქართველოს საგარეო უწყებაში არ აზუსტებენ, იგეგმება თუ არა თბილისში ლავროვის ჩამოსვლა>>

კარასინის ამ განცხადებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მინისტერიალის ჩატარებისას ამ ორგანიზაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (171)

მთავარი თემები