13:10 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
6001

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის საკითხი ევროპის საბჭოს მინისტერიალში, რომელიც ამ გაზაფხულზე თბილისში გაიმართება, კვლავ ღია რჩება

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ აცადებენ, იგეგმება თუ არა ევროპის საბჭოს ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მინისტერიალზე საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩამოსვლა, იუწყება პირველი არხი.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება>>

მინისტერიალი თბილისში ამა წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. შეხვედრის ჩატარების ადგილი არჩეულია იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრია.

„საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყების პრეს–სამსახურში.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს შორისაა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს პირველად უხელმძღვანელებს. ეს ნახევარი წლის განმავლობაში, 2020 წლის მაისამდე გაგრძელდება.

ზალკალიანი: ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო ღირებულებებისკენ და ცივილიზაციისკენ ნაბიჯი>>

ევროპული ოჯახისკენ პირველი ნაბიჯები საქართველომ 1999 წელს გადადგა, როდესაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა. ამჟამად ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

მთავარი თემები