ზალკალიანი: ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო ღირებულებებისკენ და ცივილიზაციისკენ ნაბიჯი
„წლევანდელი წელი საიუბილეოა როგორც ევროპის საბჭოს, ისე საქართველოსთვის. წელს ევროპის საბჭო აღნიშნავს ორგანიზაციის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს, ხოლო საქართველო – ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. დაარსებიდან 50 წლის შემდეგ საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და დაიბრუნა საკუთარი კუთვნილი ადგილი ევროპის პოლიტიკურ რუკაზე“, – ამბობს დავით ზალკალიანი.
საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან ექვსი თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს.