12:28 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
73 0 0

რესტორანთან შეიკრიბნენ ოჯახები, რომელთა წევრები დაზარალდნენ სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს რესტორანთან, რომელშიც ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ვახშმობდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

მერაბიშვილი 6 წლისა და 9 თვის პატიმრობიდან ხუთშაბათს გათავისუფლდა.

ამჟამად ის იმყოფება რესტორანში თავის მეგობრებთან ერთად - პარტიებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

რესტორანთან შეიკრიბნენ ოჯახები, რომელთა წევრები დაზარალდნენ სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მათ იმ პერიოდში დაღუპული ნათესავების ფოტოები უჭირავთ.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალდებები ექვს რეზონანსულ საქმეზე წარედგინა.

„არც ახლა გამოუვათ" – გახარია მერაბიშვილის განცხადებაზე >>

მას ბრალად ედებოდა ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლა თბილისში, 2012 წლის არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე 2005 წელს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემა სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ჩარევა. კიდევ ერთი – 2007 წლის ნოემბერში აქციის დაშლასთან და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში განიხილება.

მთავარი თემები