„არც ახლა გამოუვათ" – გახარია მერაბიშვილის განცხადებაზე

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა მერაბიშვილს შეახსენა, რომ საქართველოში რამდენჯერმე ჰქონდათ ხელისუფლების დამხობის მცდელობა, მაგრამ არც ერთი არ დასრულდა წარმატებით.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. დამხობის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც ახლა გამოუვათ, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ.

ასეთი რეაქცია ჰქონდა პრემიერს დღეს საპატიმროდან გამოსული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც წლის ბოლომდე ამჟამინდელი ხელისუფლების დასრულების პირობა დადო.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი: ოპოზიციაში ვიქნები

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე, აი, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, რომელიც ამ ციხეში ზის, და მე ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტპატიმარი", – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

გახარიას თქმით, ხელისუფლების მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა – გადატრიალებების, დამხობების, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" – გუშინდელი დღეა.

„საერთოდ არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გუშინდელი დღეა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვაკეთოთ და ვშრომობთ, რათა ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა… დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ კი არ უთქვამს ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანმხდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვანო მერაბიშვილი თავის დროზე იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი „ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში, პრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლი და მარჯვენა ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0