22:16 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
6310

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა უკვე გადაწყვიტა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდება, მაგრამ ჯერ არ გაურკვევია, რომელ პოლიტიკურ პარტიაში ხედავს თავის თავს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ იბრძოლებს ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელი ოპოზიციური პარტიის რიგებში ჩადგება.

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია>>

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემ მომხრეს, ახლობელს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულშემატკივრობს. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალები, ენერგია, იმედი და რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა, რათა წელს ბოლო მოეღოს ამ რეჟიმს", – განაცხადა მერაბიშვილმა.

მომავალი თანამშრომლობის შესახებ ყოფილ მინისტრს არაფერი უთქვამს.

„რაც შეეხება პარტიებს. ამ თემაზე განცხადებები არ გამიკეთებია, რადგან ვიყავი იზოლაციაში, მიმდინარე პროცესებისგან შორს. ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ ხუთ წუთში, რაც საკნიდან გამოვედი, არაფერი შეცვლილა", – განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ის ყველას შეხვდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მჭირდება დრო და გარანტიას გაძლევთ ჟურნალისტებს, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ თქვენ გაიგებთ", – განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილი, სანამ დააპატიმრებდნენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი იყო. 2017 წელს, პარტიაში განხეთქილების შემდეგ, მან უარი თქვა ამ თანამდებობაზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობისგან" გამოყოფილ პარტია „ევროპულ საქართველოს" შეუერთდება.

მთავარი თემები