ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

© photo: Sputnik / StringerЭкс-министр внутренних дел Грузии Вано Мерабишвили
Экс-министр внутренних дел Грузии Вано Мерабишвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელმაც შვიდწლიანი სასჯელი მოიხადა, ციხის კართან ძველი თანამებრძოლები და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვდნენ.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 6 წლისა და 9 თვის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი ბრუნდება: კითხვა მეტია, ვიდრე პასუხი, სააკაშვილი კი რჩევებს იძლევა

საპატიმროსთან მერაბიშვილს დახვდნენ „ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოსა" და რიგი სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები.

როგორც „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა თენგიზ გუნავამ განაცხადა, აქ მოვიდნენ როგორც მისი მეგობრები. ხოლო რომელ პარტიაში აღმოჩნდება ის, ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მერაბიშვილი თავად იტყვის.

მერაბიშვილი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის მაისში დააკავა. მას ბრალი წაუყენეს ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0